ჩვენს შესახებ

ქართულ–გერმანული ერთობლივი კომპანია შპს „აი ელ ეს“–იდაარსდა 2015 წელს, თბილისში. 

„აი ელ ეს“–ი წარმოადგენს საკონსულტაციო და ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს მიწოდების ჯაჭვის და სასაქონლო–მატერიალური მარაგების მაქსიმალურად ზუსტ დაგეგმვას, ხოლო ლოგისტიკური მომსახურება საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს. პარტნიორების ფართო ქსელის მეშვეობით, მომხმარებლებს ვთავაზობთ ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ სავაჭრო და ინდუსტრიულ კომპანიებს მარაგების ოპტიმიზაციაში და უზრუნველვყოთ მათი საერთაშორისო გადაზიდვები მაქსიმალური სისწრაფით და მინიმალური დანახარჯებით.

მიწოდების ჯაჭვის და მარაგების ოპტიმიზაცია

სასაქონლო–მატერიალური მარაგები ინდუსტრიული და სავაჭრო ფირმებისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტივს, შესაბამისად მის სწორად დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომპანიების წარმატებული საქმიანობისათვის.

ერთის მხრივ, საჭირო მარაგების არქონა იწვევს გაყიდვების დაკარგვას, შემოსავლების შემცირებას და მომხმარებლის გადართვას კონკურენტის პროდუქციაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ჭარბი მარაგები ნიშნავს ფულის არასაჭირო დაბანდებას, იწვევს დამატებით ხარჯებს, (კაპიტალის, სასაწყობე და თანამშრომლების გაზრდილი ხარჯები) და მივყავართ ლიკვიდურობის პრობლემამდე.

„აი ელ ეს“–ი გთვაზობთ ამ პრობლემის გადაჭრას და ოპტიმალური მარაგების განსაზღვრას, რაც ზრდის გაყიდვებს, ამაღლებს კლიენტების კმაყოფილების დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.